8.
რა განახლდა/შეიცვალა ლარის ბანკნოტებზე?

განახლებული ბანკნოტების დიზაინში განახლდა თემატიკის შემადგენელი ცალკეული ელემენტები, გამოყენებულ იქნა თავდაპირველ ბანკნოტებზე გამოსახული პიროვნებების განსხვავებული პორტრეტები.

დომინანტი ფერების შენარჩუნების მიუხედავად გამოყენებულ იქნა ნომინალების მიხედვით მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, ამ თვალსაზრისით შეიცვალა 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის დომინანტი ფერი.

შეიცვალა ბანკნოტების გაფორმების სტილი, რაც  ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას.

დაიხვეწა და გამოყენებული იქნა მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და  მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნები.

შეიცვალა ქაღალდის მახასიათებლები, სერიული ნუმერაცია. დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ლარის სიმბოლო და მხოლოდ 1 ხელმოწერა.