7.
როგორი იქნება განახლებული ბანკნოტები?

განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, თუმცა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: 

ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით, რითაც დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას; 

გამოყენებულია ნომინალების მიხედვით მკვეთრად გამორჩეული  ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან. 

განახლდა ბანკნოტების ზომებიც. გამოყენებულია  ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.

ბანკნოტებზე დატანილ იქნა მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და  მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიშნები.

ბანკნოტების გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია  თითოეული ნომინალისათვის.

დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას.

განახლებული ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები უზრუნველყოფს ბანკნოტების მაღალ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი მიმოქცევაში.