24.
რა შეიცვალა 10-ლარიანი ბანკნოტის წინა და უკანა მხარის დიზაინში და რატომ?

წინა მხარეს დაემატა ნაწყვეტი  აკაკი წერეთლის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, მეტი შინაარსობრივი დატვირთვისთვის, გამოყენებულ იქნა აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი და ასევე, მერცხლისა და აყვავებული რტოს განსხვავებული გამოსახულებები გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, რაც ნომინალის უფრო მარტივი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.


უკანა მხარეს დაემატა საქართველოს სახელმწიფო გერბი (როგორც ფულის ნიშნებზე დასატანი სავალდებულო ატრიბუტი), გამოყენებულ იქნა დავით კაკაბაძის ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ გაუმჯობესებული ხარისხითა და მოცულობით.