41.
შემიძლია თუ არა 2016 წლამდე გამოშვებული ბანკნოტებით გადახდის ოპერაციების განხორციელება?

2016 წლამდე გამოშვებული ყველა ემისიის ლარის ბანკნოტები წარმოადგენს კანონიერ საგადამხდელო საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შესაბამისად გულისხმობს მათ შეუფერხებელ გამოყენებას გადახდის ოპერაციებში.