35.
შემიძლია თუ არა გამოვცვალო გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტი?
გადასახდელად უვარგისი, ანუ IV კატეგორიის ლარის ბანკნოტი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ IV კატეგორიის ლარის ბანკნოტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორს მაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.