33.
სად და როგორ იცვლება დაზიანებული ან დაბინძურებული ბანკნოტები?
ისეთი სახის დაზიანებული ან დაბინძურებული ლარის ბანკნოტების გამოცვლა, რომელიც აკმაყოფილებს გადასახდელად ვარგისი ბანკნოტების კრიტერიუმებს, შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, სადაც მათი ანაზღაურება ხდება ნომინალური ღირებულებით ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე.