32.
რამდენად დაცულია განახლებული ბანკნოტები დაბინძურებისაგან?

განახლებული ბანკნოტები ორივე მხარეს დაფარულია მიკროსკოპული სისქის ლაქით, რომელიც იცავს ბანკნოტს დაბინძურებისა და ცვეთისაგან. ლაქირების გარდა, ბანკნოტებს დაბინძურებისაგან იცავს ასევე რელიეფური ბეჭდვის მეთოდით შესრულებული გამოსახულებები და წარწერები. განახლებულ ბანკნოტებზე რელიეფური ბეჭდვის მეთოდით არის შესრულებული თითქმის ყველა ძირითადი გამოსახულება და წარწერა, ასევე კიდის ორნამენტები, რომელზეც ხშირად ხდება ხელით შეხება.