28.
გართულებას ხომ არ გამოიწვევს სწრაფი გადახდის აპარატებში განახლებული ბანკნოტების გამოყენება?

განახლებული ბანკნოტებისათვის პარამეტრებისა და დამცავი მექანიზმის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყანაში ბანკნოტების მიღება-გაცემის და სათვლელ-დამხარისხებელი 

მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრები, მათი მუშაობის სპეციფიკა და მათი მეშვეობით ბანკნოტების შემოწმების შესაძლებლობები. შესაბამისად, უპრობლემოდ მოხდა აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ადაპტირება განახლებულ ბანკნოტებზე და მათი მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ამ მხრივ რაიმე გართულებ ადგილი არ აქვს.