27.
რა შეიცვალა 100 ლარიანი ბანკნოტის წინა და უკანა მხარის დიზაინში და რატომ?

შინაარსობრივი დატვირთვის გასაძლიერებლად წინა მხარეს დაემატა ილუსტრაცია ვეფხისტაოსნიდან, პირველი ნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთერთი გვერდი, კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით „დანიელი ლომთა ხაროში“ მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“ (რომელიც დატანილი იყო პირველი ემისიის ბანკნოტის უკანა მხარეს), გამოყენებულ იქნა შოთა რუსთაველის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, რაც ნომინალის უფრო მარტივი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
უკანა მხარეს გამოსახულ იქნა ოპერის ფოტო, ლამპიონი, ნაწყვეტი საქართველოს ჰიმნის პარტიტურიდან 2 ლარის ნომინალის ბანკნოტის თემატიკის განმეორების თვალსაზრისით, საქართველოს სახელმწიფო გერბი (როგორც ფულის ნიშნებზე დასატანი სავალდებულო ატრიბუტი).