დახურვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე მოახდინა ლარის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით, კერძოდ:
– 1999 წელს ყველა (1, 2, 5, 10,20,50,100 ლარი) ნომინალის ბანკნოტებზე წარწერის ,,საქართველოს რესპუბლიკა“ ნაცვლად დატანილ იქნა სიტყვა ,,საქართველო“ (კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით), ასევე ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა;
– 2002 წელს - 1, 2, 5, 10, 20 ლარის, 2004 წელს კი - 50 და 100 ლარის ნომინალების ბანკნოტებზე მოხდა არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა და რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე;
2006 წელს მიმოქცევაში შემოღებულ იქნა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტები.