26.
რა შეიცვალა 50 ლარიანი ბანკნოტის წინა და უკანა მხარის დიზაინში და რატომ?

წინა მხარეს დაემატა სამონასტრო კომპლექსი ვარძიის, ფიტარეთის ღვთისმშობლის ტაძრის ბარელიეფის გამოსახულებები შინაარსობრივი დატვირთვის გასაძლიერებლად, გამოყენებულ იქნა თამარის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, რაც ნომინალის უფრო მარტივი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
უკანა მხარეს დაემატა ასტროლოგიური ტრაქტატის ერთ–ერთი გვერდი, საქართველოს სახელმწიფო გერბი (როგორც ფულის ნიშნებზე დასატანი სავალდებულო ატრიბუტი), ორნამენტი (რომელიც დატანილი იყო პირველი ემისიის ბანკნოტის წინა მხარეს).