23.
შეიცვალა თუ არა ფერები და რატომ?

განახლებულ ლარის ბანკნოტებზე, გარდა 100 ლარის ნომინალისა, გამოყენებულია  ძირითადად ლარის არსებული ბანკნოტების დომინანტი ფერები მიმოქცევაში ძველი და განახლებული 

ბანკნოტების მოხმარებისას მოსახლეობის მიერ მათი მარტივად აღქმადობის მიზნით.

100 ლარის ნომინალის ბანკნოტისათვის გამოყენებულ იქნა 50 ლარის ნომინალისაგან  მკვეთრად განსხვავებული დომინანტი ფერი, ვინაიდან წინამორბედი 50 და 100 ლარის ნომინალების ბანკნოტების ფერთა მსგავსება ქმნიდა მათი ერთმანეთში არევის რისკს.