22.
შეიცვალა თუ არა ზომები და რატომ?

ლარის  განახლებულ ბანკნოტებზე ნომინალების მიხედვით ზომების განვითარების მიმართულებად შერჩეულ იქნა მათი დიაგონალური ზრდა იმის გათვალისწინებით, რომ ნომინალებს შორის განსხვავება იყოს 5მმ სიგრძეში და 2მმ - სიგანეში.

პრაქტიკაში არსებობს ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების ცვლილების კუთხით სამი გავრცელებული მიმართულება: (1) ყველა ნომინალი ერთნაირი ზომის; (2) ნომინალების მიხედვით ზომების ზრდა მხოლოდ სიგრძეში; (3) ნომინალების მიხედვით ზომების თანაბარი დიაგონალური ზრდა (როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში). ბანკნოტების ზომების ნომინალური ზრდის ეს ტენდენცია არ იყო დაცული წინა წლებში გამოშვებულ ლარის ბანკნოტებზე, მიუხედავად მათი განსხვავებული ზომებისა – რაც გათვალისწინებულ იქნა განახლებულ ბანკნოტებზე.