20.
რა დამცავი ნიშნები იქნა შეცვლილი ან დამატებული განახლებულ ბანკნოტებზე წინა სერიებისაგან განსხვავებით?

შეიცვალა და გაძლიერდა ყველა დამცავი ნიშანი, კერძოდ:  ვერტიკალური დამცავი ძაფი, წყლისნიშანი, ფარული გამოსახულება,  ჰოლოგრამა, თანმხვედრი გამოსახულება, ოპტიკურად ცვალებადი საღებავი, ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის, რელიეფური ნაბეჭდი, ირისისებური დაცვა, მიკროსტრიქონები, ფლუორესცენციული და ფოსფორესცენციული ნათებები. დაემატა: ფერთა ცვალებადობის ეფექტის მქონე ოპტიკურად ცვალებადი  მაგნიტური საღებავი, მაგნიტური საღებავით შესრულებული ინტაგლიო, ინფრაწითელი ინტაგლიო.