19.
როგორია განახლებული ბანკნოტების დამცავი ნიშნები?

ბანკნოტების  გაყალბებისაგან დაცვის თვალსაზრისით ლარის  განახლებული ბანკნოტებისთვის გამოყენებულ იქნა ისეთი დამცავი ნიშნები, რომლებიც ნაცნობი და ადვილად აღსაქმელია მოსახლეობისათვის, აკმაყოფილებს სწრაფი გადახდის საშუალებების მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს  და წარმოადგენს გაყალბებისაგან დაცვის საიმედო მექანიზმს.
განახლებული ბანკნოტების დამცავი მექანიზმი მოიცავს:
– დამცავ ნიშნებს, რომელთა აღქმა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით (იკითხება გამჭოლ შუქზე და ზედაპირზე დახედვისას, შეიგრძნობა შეხებისას და ჩანს ბანკნოტის სხვავასხვა კუთხით დახრისას) და განკუთვნილია ძირითადად მოსახლეობისათვის.

– დამცავ ნიშნებს, რომელთა დეტექტირება შესაძლებელია სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოების დახმარებით, განკუთვნილია ძირითადად ნაღდ ფულთან მომუშავე პირთათვის;
– დამცავ ნიშნებს, რომლებიც იკითხება ფულის ნიშნების დამხარისხებელ აგრეგატებზე და ლაბორატორიული ტესტირებისას. განკუთვნილია ძირითადად საბანკო სისტემის შესაბამისი სპეციალისტებისათვის.