17.
რატომ გაქრა 1 და 2 ლარიანი ბანკნოტები?

ქვეყანაში ფულის ბრუნვის თავისებურებებიდან და ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, 1 და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტების ცვეთის კოეფიციენტი, მათი დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებებით დაფარვის მიუხედავად, საკმაოდ მაღალია. მათი დამზადება. შესაბამისად, ამ ბანკნოტების დამზადება და მიმოქცევაში მათი ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რადგან ბრუნვაში ხანგრძლივობა შეადგენდა დაახლოებით 6 თვეს, ხოლო მონეტების მიმოქცევაში ხანგრძლივობა ათწლეულებს შეადგენს. ხარჯების დაზოგვისა და მიმოქცევაში ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლების მიზნით, ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, 2006 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შემოღებულ იქნა 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტები. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა მონეტებმა წარმატებით დაიმკვიდრა შესაბამისი ნომინალების ბანკნოტების ადგილი მიმოქცევაში, აღარ ხორციელდება 1 და 2 ლარის ნომინალის ბანკნოტების დამზადება და მათი ბრუნვიდან ამოღება ხდება ბუნებრივი მოძველების მიხედვით, რამაც განაპირობა მიმოქცევაში ამ ბანკნოტების რაოდენობის შემცირება.