16.
როგორ მოხდა ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შექმნა? ვინ მონაწილეობდა აღნიშნულ პროცესში?

ბანკნოტების დამზადების საქმიანობის სპეციფიკისა და უშუალოდ ბეჭდვის პროცესის თანმხლები ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ლარის განახლებული ბანკნოტებისათვის დიზაინის ესკიზები მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის დიზაინერების (რომლებიც მონაწილეობდნენ დღემდე გამოშვებული ლარის ბანკნოტების დიზაინის შექმნის პროცესში) მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნული ესკიზების მიხედვით დიზაინის განვითარება–სრულყოფა განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ პარტნიორად შერჩეული ბანკნოტების დამამზადებელი კომპანიების დიზაინერებთან და სპეციალისტებთან ერთად.