13.
არის თუ არა ბანკნოტების განახლების მთავარი მიზეზი გაყალბების მზარდი ფაქტორი?

მიუხედავად იმისა, რომ მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების მოცულობასთან შედარებით ლარის ბანკნოტების განახლების მიმართებით მუშაობის დაწყებამდე გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების ოდენობა არ არის საგანგაშო, აღნიშნული არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა ლარის ბანკნოტების გაყალბების ხარისხი. მსოფლიოში ბანკნოტების გაყალბებისაგან დამცავი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ იხვეწება გაყალბების მეთოდებიც, რის პრევენციისათვის ეროვნული ბანკი ვალდებულია გაატაროს ადექვატური ღონისძიებები ბანკნოტების ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართებით როგორც დაცულობის, ისე გამძლეობისა და ესთეტიურობის თვალსაზრისით და ამ კუთხით სასურველია მუშაობა დაიწყოს იმაზე ადრე, ვიდრე მიმოქცევაში თვალსაჩინო გახდება მათი გაყალბების პოტენციალი.

ამ ეტაპზე ბანკნოტების მოდიფიცირება  განპირობებული იყო მოძველებული დამცავი ნიშნებისა და მორალურად მოძველებული დიზაინის განახლების აუცილებლობით.