12.
რატომ განაახლა ლარის ბანკნოტები ეროვნულმა ბანკმა? ეს ხომ არაა დაკავშირებული ლარის კურსის ცვლილებასთან?

ლარის ბანკნოტების განახლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ვალუტის როგორც ვიზუალური, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებას და არ უკავშირდება  ლარის კურსის ცვლილებას

თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი ტემპებით განვითარების პირობებში, სისტემატურად  იცვლება ყალბი ფულის ნიშნების დამზადების მეთოდები და იხვეწება გაყალბების ხარისხი. შესაბამისად ყოველ 8-10 წელიწადში საჭიროა ფულის ნიშნებზე განხორციელდეს გარკვეული სახის ცვლილებები - ეს იქნება დაცულობის, გამძლეობისა თუ ესთეტიურობის თვალსაზრისით. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სწრაფი გადახდის საშუალებების ფართოდ გავრცელებამ შექმნა საჭიროება ლარის ბანკნოტები გაუმჯობესებულიყო როგორც ესთეტიური კუთხით (ვინაიდან ლარის ბანკნოტების ვიზუალური მხარე აღარ პასუხობს მსოფლიოში ბანკნოტების ინდუსტრიაში განვითარებულ ახალ მიდგომებს), ისე ცვეთისა და გაყალბებისადმი მდგრადობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამასთან, ბანკნოტების დამზადება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტების განახლების მიმართებით საქმიანობა (სათანადო მასალების მოკვლევის და დიზაინის ესკიზების  მომზადების ჩათვლით) დაიწყო გაცილებით ადრე, ხოლო 20, 50 და 100 ლარის ნომინალების, მოგვიანებით კი 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების პრაქტიკული დამზადების მიმართებით მუშაობა დაიწყო ჩვეულ რეჟიმში აღნიშნულ ნომინალებზე მიმოქცევის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესაბამისი სარეზერვო მარაგების შევსების მიზნით, რასაც წინა ემისიების ბანკნოტებით რეგულარულად ახორციელებდა ეროვნული ბანკი. ანალოგიური მიდგომით მოხდება 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტის დამზადება.