1.
ვინ არის უფლებამოსილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასა და ემისიაზე (გამოშვებაზე)?

საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლისა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 39-ე მუხლების თანახმად, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი) დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს.