50₾

ბანკნოტის ზომა: 68 x 137 მმ    ძირითადი ფერი: მწვანე

  • დამცავი ნიშნები მოსახლეობისათვის
  • სპეციალური ხელსაწყოებით ამოსაცნობი ნიშნები
  • ვიზუალური ელემენტები
ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე XII ს.“;
XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია;
ბარელიეფი XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან;
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი“, "NATIONAL BANK OF GEORGIA", "რმოცდაათი ლარი“, "FIFTY LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2016", სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
XII ს–ის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის–მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი;
საქართველოს სახელმწიფო გერბი;
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი“, "NATIONAL BANK OF GEORGIA", "ორმოცდაათი ლარი".
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
გრაფიკული ანიმაცია
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, სამონასტრო კომპლექსი, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
გრაფიკული ანიმაცია
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 4 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას
გრაფიკული ანიმაცია
ჰოლოგრამა
ორფეროვან ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, გრიფონი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.
გრაფიკული ანიმაცია
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
გრაფიკული ანიმაცია
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
გრაფიკული ანიმაცია
ოპტიკურად ცვალებადი მაგნიტური საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში და აქვს მოძრავი ზოლის ეფექტი.
გრაფიკული ანიმაცია
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით "50 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან მეწამულში.
გრაფიკული ანიმაცია
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
გრაფიკული ანიმაცია
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია ორფეროვანი, გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
გრაფიკული ანიმაცია
მიკროსტრიქონი
გამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", "თამარ მეფე", ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები; "GEORGIA", "საქართველო" – თანმხვედრ გამოსახულებაში; "ლარი", ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, "თამარ მეფე XIIს", "საქართველო" – ჰოლოგრამაში.

ფლუორესცენციური ბოჭკოები
ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ბანკნოტზე ჩნდება ლურჯი და ყვითელი ფერის ბოჭკოები.
გრაფიკული ანიმაცია
ფოსფორესცენციური კვადრატი
ულტრაიისფერი სხივის ქვეშ გამოისახება კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
გრაფიკული ანიმაცია
ფლუორესცენციური სერიული ნომერი
ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ჰორიზონტალური სერიული ნომერი.
გრაფიკული ანიმაცია
ინფრაწითელი დაცვა
ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალების ნაწილი.
გრაფიკული ანიმაცია
მაგნიტური დაცვა
ვერტიკალური სერიული ნომერი და ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალის ნაწილი შესრულებულია მაგნიტური საღებავით და მაგნიტური დეტექტორის შეხებისას იძლევა სიგნალს.

გამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები; "GEORGIA", "საქართველო" – თანმხვედრ გამოსახულებაში.
გრაფიკული ანიმაცია
მიკროსტრიქონი
გამადიდებელი ხელსაწყოს საშუალებით იკითხება წარწერები: "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA", ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები; "GEORGIA", "საქართველო" – თანმხვედრ გამოსახულებაში.
გრაფიკული ანიმაცია
ფლუორესცენციური ბოჭკოები
ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ბანკნოტზე ჩნდება ლურჯი და ყვითელი ფერის ბოჭკოები.
გრაფიკული ანიმაცია
ფლუორესცენციური ნომინალი
ულტრაიისფერი სხივის ქვეშ ნათდება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
გრაფიკული ანიმაცია
ინფრაწითელი დაცვა
ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული დეტალების ნაწილი.
გრაფიკული ანიმაცია
1
3
4
5
7
8
9
11
11
11
11
11
12
13
15
16
17
17
2
6
10
11
11
12
14
16
  • მეორე მხარე
  • შედარება
ბანკნოტები