5₾

ბანკნოტის ზომა: 62 მმ x 122 მმ    ძირითადი ფერი: ყავისფერი

  • დამცავი ნიშნები მოსახლეობისათვის
  • ვიზუალური ელემენტები
დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876–1940“;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა;
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, "NATIONAL BANK OF GEORGIA’’, "ხუთი ლარი“ , "FIVE LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2017“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) ნახატი „კალო“;
ფრაგმენტი ფიროსმანის ნაწარმოებიდან „მეთევზე წითელ პერანგში“;
საქართველოს სახელმწიფო გერბი;
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, ,,NATIONAL BANK OF GEORGIA”, ,,ხუთი ლარი“.
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
გრაფიკული ანიმაცია
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, უნივერსიტეტის შენობა, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
გრაფიკული ანიმაცია
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 1 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას
გრაფიკული ანიმაცია
ჰოლოგრამა
ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, ლომი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.
გრაფიკული ანიმაცია
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
გრაფიკული ანიმაცია
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
გრაფიკული ანიმაცია
ოპტიკურად ცვალებადი საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში.
გრაფიკული ანიმაცია
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით "5 ლარი", წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს ოქროსფერიდან მწვანეში.
გრაფიკული ანიმაცია
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
გრაფიკული ანიმაცია
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
გრაფიკული ანიმაცია
1
3
4
5
7
8
9
2
6
10
  • მეორე მხარე
  • შედარება
ბანკნოტები