2017 წლის 1 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები
გაიცანით თანამედროვე 5, 20, 50 და 100 ლარი
განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.